სარწმუნოება!

მოგესალმები ძვირფასო მკითხველო, ხანგძლივი პაუზის შემდეგ შემოგთავაზებთ ჩემს პატარა ჩანაწერს სარწმუნოების შესახებ.
საქართველო, როგორც ვიცით, ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასევე არიან სხვა სარწმუნეობის მქონე ადამიანები.
მე ვარ აფხაზეთიდან, იქ დავიბადე და გავიზარდე. მგონია, რომ საქართველოში მცხოვრებ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, თუ რა ხდება აფხაზეთში სარწმუნეობის მხრივ და ამიტომაც მე შევეცდები მოვყვე თუ რა მდგომარეობაა იქ.
723372A8-0A36-4971-AF0C-9741BF3BF7A1_w640_r1_s
ჩვენს სოფელში არის ერთი ეკლესია სადაც მიმდინარეობს წირვა-ლოცვა (რუსულად, აფხაზურად და მეგრულად), ჩვენი მოძღვარი არის აფხაზი, ძალიან კარგი პიროვნება.
a9963
ჩვენს სოფელში თითქმის ყველა ქრისტიანია, თუმცა აფხაზების ნაწილი დღეს მუსულმანია. აფხაზეთის დიდ ქალაქებში დღეს არ გაგიჭირდება მუსულმანური ძეგლები (მეჩეთები) ნახოთ. ისინი, ასევე, აღნიშნავენ მუსულმანურ დღესასწაულებს, მაგალითად: ერთერთი ცნობილი დღესასწაული “ბაირამობა”. ამ დღესასწაულზე სკოლებში სწავლა არ მიმდინარეობს მთელი აბხაზეთის მასშტაბით, ასევე, ტარდება სხვადასხვა რიტუალები, ღონისზიებები, კონცერტები.
ასეთი მდგომარეობაა აფხაზეთში ჩემო მკითხველო.

By beradze7blog

ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას!!!

sveticxoveli
ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას, დღევანდელი დღის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და მთელს საქართველოს!
Qristianuli-tadzris-moxatvis-sistema-sveticxoveli
სვეტიცხოველი – ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რაც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
images.jpegfg
სვეტიცხოვლის ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისგან, რის საფუძველედაც ჩვენ ვზეიმობთ ამ დღესასწაულს. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასახვის პირველ ხანებს უკავშირდება. შემდგომში არაერთხელ ყოფილა მტერთა შემოსევების მსხვერპლი და არაერტხელ შეუმუსრავთ ეს ტაძარი, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი გადაწვა და მიწქასთან გასწორება, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის, შემოქმედებითი ენერგიისა და სულიერი სიდიადის მეოხებით ეხლაც ამაყად და ძველი დიდებულებით არის აღმართული, რითაც ყველანი ძალიან გახარებულნი ვართ. ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალას, მისი გაუტეხელობის სიმბოლოს განასახიერებდა და განასახიერბს ეხლაც.
mcxeta
ყველას გისურვებთ ულევ ბედნიერებასა და სიხარულს, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეს ჩემო ართველო ერო!

By beradze7blog

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები (წმიდა იოანე ოქროპირის მონასტერი)

წმიდა იოანე ოქროპირის მონასტერი მდებარეობს სოხუმის ჩრდილოეთით, სოფელ კომანში, წმიდა წყლების მიდამოებში. თარიღდება X-XI საუკუნეებით. ეს ტაძარი დაურბევიათ და აქ არსებული წმიდა სალოცავები გაუნადგურებიათ. მონასტერი აღუდგენიათ აფხაზეთის ომის წინა წლებში. აქ განთავსებულია წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი, წმიდა ვასილისკოს საფლავი. ეს არის საერთო ქრისტიანული ეკლესიის წმიდათა წმიდა ადგილი.

By beradze7blog

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები (აილაგა–აბიყუ)

გუდაუთიდან 10 კმ. მანძილზე, ზღვის პირას მდებარეობს ადრე შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობილია “აილაგა-აბიყუს” სახელით. იგი თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ტაძარი წარმოადგენს ცალნავიან ნაგებობას ხუთწახნაგოვანი აფსიდით. ტაძრის შიგნით შეინიშნება ფრესკის ნაკვალევიც. სამხრეთის შესავლელთან კედელზე ამოკვეთილია ჯვრის გამოსახულება. ტაძარს დასავლეთის მხრიდან ჰქონდა კარიბჭე. სამხრეთიდან მიდგმული აქვს წაგრძელებული სამლოცველო ნახევარწრიული საკურთხევლით. “აილაგა-აბიყუ” აფხაზურად დახლართულ კოშკს ნიშნავს. ეს სახელი მას მოგვიანებით უწოდეს. თავდაპირველი სახელწოდება ჩვენთვის უცნობია.

eklesia_2C2Cailaga-abiqu22

By beradze7blog

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები(გაგრის ძველი ეკლესია)

სახელწოდება “გაგრა” პირველად გვხვდება რუქაზე, რომელიც შეადგინა იტალიელმა მოგზაურმა პიეტრო ვისკონტემ 1308 წელს.

დღვანდელი გაგრის ტერიტორიაზე ძვ. წ-აღ-ით II საუკუნეში ბერძენმა კოლონისტებმა პატარა სავაჭრო ფაქტორია დააარსეს. ერთ-ერთი უძველესი ცნობა გაგრის შესახებ სწორებ ბერძენ მეცნიერსა და მოგზაურს – ფლავიუს არაიენეს ( ახ.წ. აღ-ით IIს.) ეკუთვნის.

უკვე მოგვიანებით, ამავე ადგილას IV-Vს.ს.-ში რომაელებმა ააშენეს ციხესიმაგრე. გაგრის ზღვისპირა ზოლში დღემდე შემორჩენილია მისი ნანგრევები. ციხე VI საუკუნეში ბიზანტიელთა და აბაზგთა შორის გამართული ბრძოლების დროს უნდა დანგრეულიყო. ბერძნები და რომაელები აფხაზეთში მერეც დიდ ხანს ცხოვრობდნენ. ამიტომაცაა, რომ ადრე საუკუნეების ტაძრების (ბიჭვინთის, დრანდი) ხუროთმოძღვრება უფრო არაქართულია.

მათგან სრულიად განსხვავებულია გაგრის ძველი ეკლესია, რომელიც რომაელების მიერ აგებული ციხესიმაგრის ეზოშია განთავსებული. იგი აშენებულია VI საუკუნეში, იმ ეპოქაში, როცა, მკვლევართა აზრით, ტაძრები ძირითადად ბიზანტიური ტიპისაა. გაგრის ძველი ეკლესიის ხუროთმოძღვრება კი ქართულია.

ტაძარი ე.წ. “სამეკლესიან” ბაზილიკას წარმოადგენს. ტიპიური ბაზილიკისგან განსხვავებით, გაგრის ძველი ეკლესიის გრეძელ დარბაზში სვეტების ნაცვლად აღმართულია კედლები. უგუმბათო ტაძრის ძველი ეს სახეობა ქართლსა და კახეთშია ჩასახული. საინტერესოა, რომ გაგრის ძველი ეკლესია სხვადასხვა ნიშნით ძალიან ჰგავს ამავე დროის აღმოსავლეთ საქართველოში აგებული ტაძრების არქიტექტურას.

ტაძრისკენ მისასვლელ გზაზე დაგებულია ფილები. სასიამოვნო საჩრდილობელს ქმნის მის გაყოლებაზე დარგული კიპარისები.

ეკლესიაში შესვლისთანავე თვალში გვხვდება მასიური ბოძები, ნაცრისფერი, უხეშად დამუშავებული ქვის კედლები. თაღოვან საბჯენთან გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ყოველივეს შორეულ ეპოქაში გადავყავართ, იმ წარსულში, როცა აქ სრულდებოდა მკაცრი საეკლესიო საიდუმლოებანი, როცა იკითხებოდა საქართველოს სადიდებელი ლოცვები და სრულდებოდა საგალობლები.

By beradze7blog

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები (სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესია)

წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი მდებარეობს სოხუმთან ახლოს, თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე – ივერიის მთაზე. მისი თავდაპირველი მშენებლობა VII – VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს.
simon kananeli-1 (1)
ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში.

წმინდა მამათა გადმოცემით, ახ. წ. აღ-ით 55 წელს მოციქული წმ. სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიას – ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე.

IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში აქ თეთრი თლილი ქვისგან ტაძარი ააშენეს, რომელსაც რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, მათ შორის, XIX-ის 80-იან წლებში. ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების – თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებანი.

By beradze7blog

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები (ანაკოფიის ციხე-სიმაგრე)

fdcddcb5-fa97-4a74-80fe-da13a339486f
სოხუმიდან 20 კმ. დაშორებით, ივერიის მთის ერთ მონაკვეთზე მდებარეობს ისტორიული ანაკოფია, რომელსაც XIX საუკუნეში ახალი ათონი უწოდეს. ამ მთაზე ზღვის დონიდან 350 მეტრზე აღმართულია ანაკოფიის ციხე-სიმაგრის ციტადელი. ქართველი მემატიანის ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით: «ზღვის კიდეზე არს ქალაქი ანაკოფია. . . იყო ქალაქი კეთილი შუენიერი ზღვასა ზედა აშენებული და შემდგომად ბაგრატიონთაგან განდიდებული».

ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ქვის გალავნით შეკრულ შეუვალ თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. დღემდე შემორჩენილია ციხის გრანდიოზული კედლები სამეთვალყურეო კოშკებით, საალყო აუზითა და კირის გამოსახდელი ღუმელით. ციხე-სიმაგრის მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს ანაკოფიის ტაძარი, რომელიც VII_VIII საუკუნეებით თარიღდება. მის ნანგრევებში ახლაც შეინიშნება შედარებით გვიანი პერიოდის შესანიშნავი ჩუქურთმის ნაკვალევი.

VIII საუკუნის 80-იან წლებამდე ანაკოფია აფხაზთა საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. 735-738 წლებში, ქართლის ერისმთავრების მირისა და არჩილის და აფხაზთა ერისთავის ლეონ I-ის გაერთაინებულმა ლაშქარმა ანაკოფიასთან სასტიკად დაამარცხა არაბი სარდალი მურვან ყრუ, რომელიც იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო. VIII საუკუნის მიწურულს აფხაზთა ერისთავმა ლეონ II-მ თავი აფხაზთა მეფედ გამოაცხადა, მან მთელი დასავლეთ საქართველო გააერთიანა და აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ანაკოფიიდან ქუთაისში გადმოიტანა.

საქართველოს გაერთიანების შემდეგ ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ქვეყნის ერთ – ერთ მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც რამდენიმეჯერ განახლდა ხელისუფლების მიერ და აქ სამეფო ჯარი იდგა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს იცავდა. ანაკოფიის ციხე-სიმაგრის გათხრების დროს აღმოჩდა საქართველოს მეფის გიორგი II-ის (1072-1089) მონეტა წარწერით: «ქრისტე! ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე და კეისარი», როგორც ჩანს გიორგი II-ის დროს ანაკოფიის ციხე სიმაგრემ საფუძვლიანი განახლება განიცადა.

XV საუკუნის მიწურულს საქართველოს სახელმწიფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ანაკოფია ამიერიდან ჯერ აფხაზთა ერისთავების, ხოლო მოგვიანებით აფხაზთა მთავრების რეზიდენციას წარმოადგენდა. XVIII საუკუნეში ანაკოფიას თურქები დაეუფლნენ და აფხაზთა მთავრების რეზიდენციამ ლიხნში გადაინაცვლა, ამის შემდეგ ანაკოფია ნანგრევებად იქცა და მას აფხაზებმა «ფსირცხა» უწოდეს.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიული ანაკოფიის ტერიტორიაზე ააგეს წმ. პანტელეიმონის ტაძარი, როგორც ათონის მთის რუსული მონასტრის ფილიალი. სწორედ ამ დროს ეწოდა ანაკოფიას ახალი ათონი.

By beradze7blog

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები (დრანდის გუმბათოვანი ეკლესია)

XV საუკუნიდან აფხაზეთში ფეხი მოიკიდა სუნიტური მიმართულების ისლამმა. XIX ს-ში კი მუსლიმ აფხაზთა უმრავლესობა რუსეთის დევნის გამო იძულებული გახდა თურქეთში გადახვეწილიყო.
თანამედროვე აფხაზეთის ძველი მოსახლეობის ქრისტიანობას ადასტურებს ამ რეგიონში არსებული ქრისტიანული არქიტექტურა და სიმბოლიკა.
800px-Dranda_cathedral
ერთ-ერთი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც VI ს-ით თარიღდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი უფრო ადრინდელი – IV ს-ის მაინცაა. ძეგლი აფხაზეთში,გულრიფშის რაიონ სოფელ დრანდაში მდებარეობს.კონსტრუქციის ბირთვს გუმბათი და მისი მზიდი კედლები ქმნიან. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია სამსხვერპლო და სადიაკვნო შიგნიდან ნახევარწრიული და გარედან სამწახნაგოვანი აფსიდით. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი შიგნიდან ნახევარწრიულ, გარედან ხუთწახნაგოვან აფსიდას წარმოადგენს. სამშენებლო მასალად ძირითადად აგურია გამოყენებული, პერიფერიული და ზოგი სხვა კედლები კი აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობითაა ნაგები. დრანდის გუმბათის ყელის საძირკველსა და ყრუ გუმბათს შორის სივრცე ამოვსებული იყო 30-მდე მთელი ამფორით. მსგავსი მეთოდი გამოყენებულია განთიადის ბაზილიკის ბემის კამარასა და კონქაში. დრანდაში 7 ტიპის ამფორაა წარმოდგენილი. უმრავლესობას წელშეზნექილი ამფორები (IV-VI სს.) ქმნიან. დრანდის ტაძარში გამოვლენილი ამფორები იმდროინდელ ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთში საკმაოდ გავრცელებულ კერამიკულ ტარას წარმოადგენენ, მათი ქრონოლოგიური ჩარჩო IV-VII სს-ებს შორის თავსდება. გამოვლენილი ამფორების შუქზე კარგად ვლინდება ის სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები, რომელიც დასავლეთ საქართველოს, ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთის სახელმწიფოებს შორის უნდა არსებულიყო აღნიშნულ პერიოდში.
2010_07_28_58562664_2107883828
ეკლესია მტერთა შემოსევების შედეგად არაერთხელ იქნა დანგრეული. სამონასტრო კომპლექსი თავის დროზე თავდაცვითი ზღუდის როლსაც ასრულებდა. შემორჩენილია 3 მეტი სისქის გალავნის ნანგრევები. დღეს მხოლოდ გუმბათოვანი ეკლესია შემოგვრჩა,რომელიც წმ. ნიკოლოზის სახელს ატარებს. გუმბათოვან ეკლესიას გააჩნია 50 მეტრი სიღრმის გვირაბი სენაკებით,რომელიც მდინარე კოდორის სანაპიროზე გამოდის. გვირაბ-სენაკების სიგრძე დაახლოებით 100 მეტრი მაინცაა. მდინარე კოდორი, ჯერ ერთი, სასმელ წყლად იყო გამოყენებული და მეორე, ამ მხრივ შეიძლებოდა გასვლა,თავის შველა. გვირაბის სენაკებში უძველეს დროში მონაზვნები ცხოვრობდნენ და ლოცულობდნენ.
f_dranda_01_b
დრანდის ეკლესიის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ბინა დაიდო გულრიფშის რაიკომაა, ხოლო შემდეგ – საბჭოთა საქართველოში პირველმა სკოლა ინტერნატმა. შემდეგ აქ ციხე განთავსდა,მოგვიანებით ლენინის და სტალინის ბაღები ძეგლებით. გადარჩენილი გუმბათოვანი ეკლესიის სამრეკლოს ადგილები კლუბად და სცენად ჰქონდათ გადაკეთებული. ეკლესიის 3 მეტრის სიმაღლის ჯვარი ჩამოგდებული იყო, ზარი კი ერთი პერიოდი სკოლას ჰქონდა, შემდეგ კი დაიკარგა. ეკლესიის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები უნდა დაეწყოთ. ვარაუდობენ, რომ დრანდის გამოკვლევისა და ნიადაგის საფუძვლიანი გაწმენდის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინონ მარმარილოს ზღუდეს ჩუქურთმებიანი ნაწილები და ფრესკიანი გამოსახვა კედელზე.
dranda-1 (1)
ეკლესია 1637 წელს თურქთა შემოსევების შედეგად დაინგრა და მათ მიერვე იქნა გაძარცვული. X ს-ის მეორე ნახევარში გაგრძელდა დრანდის ეკლესიის სიმდიდრის ძარცვა. მისი ბიბლიოთეკა მთლიანადაა დაკარგული. ტაძარი საიდუმლო გზით უკავშირდებოდა წებელდისა და ნაფსკალის ეკლესიებს. მდინარე კოდორის მიდამოებში სადაც ყველაზე ვიწროა ხეობა, ხის ორი დიდი ხიდი იყო, რომლებიც მიგვანიშნებს ხის მორებისაგან ხიდმშენებლობის მაღალ ხელოვნებაზე, რომელსაც კარგად ფლობდნენ კოლხები.
dranda2

By beradze7blog

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები((ცანდრიფშის) განთიადის ბაზილიკა)

OLYMPUS DIGITAL CAMERA
განთიადის, იგივე ცანდრიფშის ბაზილიკა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე სოფ. განთიადში, ქ. გაგრიდან 14 კმ ჩრდილო-დასავლეთით. ძეგლი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, სამი წინ გამოზიდული აფსიდით. ნაგებობას თავდაპირველად ნართექსიც ჰქონია. ბაზილიკა ნაგებია საშუალო ზომის სწორი ფორმის ადგილობრივი კირქვის კვადრებით. განთიადის ბაზილიკის კამარაში და კონქაში ჩაშენებული იყო კირხსნარით შედუღაბებული ამფორები. მათი რიცხვი ორ ათეულს აღემატება. ეს მეთოდი ტრადიციული იყო რომაულ-ბიზანტიური არქიტექტურისთვის და იგი ძირითადად კამარის კონსტრუქციის შემსუბუქების მიზნით გამოიყენებოდა. ამფორები ბაზილიკის თანადროულია და VI ს-ით თარიღდება.
00150_1308313534_m3akd
ბაზილიკაში 15 ქრისტიანული სამარხი გაითხარა. სამარხები შეიძლება ორ ტიპად დაიყოს. პირველ ტიპს წარმოადგენენ წვრილი ქვით, დუღაბით, კრამიტითა და აგურით ნაგები სამარხები, რომელიც ქვის ფილებით იყო გადახურული. სამარხთა მეორე ტიპი მხოლოდ ქვითაა ნაგები და არც ერთ მათგანს ძირი არა აქვს. სამარხეული ინვენტარი ძირითადად წარმოდგენილია მინის ჭურჭლით. ეკლესიაში გამოვლინდა აგრეთვე დეკორატიული მარმარილოს (სავარაუდოდ პროკონესული) 70 ფრაგმენტი. ერთ-ერთ მათგანზე შემორჩენილია ბერძნული წარწერა: CГIAC (Л. Хрушкова).
gantiadis-bazilika
განთიადის ბაზილიკის თავისებურებაა აღმოსავლეთ ნაწილის არქაული ნიშნები, დაბალი არდაბაგი, მსგავსად სირიისა და მცირე აზიის ბაზილიკებისა, ამავე დროს, გამოყენებულია კონსტანტინოპოლური ტიპის ამბიონის დეტალები, რაც ამ რეგიონში, როგორც ქრისტიანული აღმოსავლეთის, ისე კონსტანტინოპოლის გავლენებზე მიუთითებს (И. Завадская). სამი აფსიდის არსებობა, ცენტრალური აფსიდა ბემით, შემოკლებული ზომები – უფრო განვითარებული ეტაპისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. არქეოლოგიური მასალები – სამარხთა ტიპები, ხუროთმოძღვრული დეკორატიული დეტალები, ამფორები და მინის ჭურჭელი – VI ს-ით უნდა დათარიღდეს, ამავე დროით თარიღდება ეკლესიაც.

By beradze7blog

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები (მოქვის ტაძარი)

მოქვის საკათედრო ტაძარი აფხაზეთში, სოფელ მოქვში, ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს. იგი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაც სამხრეთით და ჩრდილოეთით სამლოცველოები ახლავს. მოქვის ეკლესია აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967 წწ.) “აღაშენა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ”. მოქვის სამნავიანი ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერთა გამრავლება, ძველი ნუსხების განახლება. დღემდე მოღწეულია მოქვის წიგნთსაცავის ხელნაწერები, რომლებიც გვამცნობენ მოქველ მოღვაწეთა სახელებს. მოქვის სიძველეებიდან განსაკუთრებით მაღალი ღირებულება აქვს მოქვის ოთხთავს.
mokvi
“მოქვის ტაძარი ბევრად უფრო მონუმენტურია, ვიდრე ანაკოფია და ლიხნე. გარკვეული თვალსაზრისით, ეს უნიკალური ძეგლიც კი არის. უფრო რთულია გეგმაც: დასავლეთის მკლავი დაგრძელებულია ბოძების ერთი წყვილის დამატებით: სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე, დამატებულია სამლოცველოების მწკრივები, რომლებიც თითქოს მეოთხე და მეხუთე ნავებს ქმნიან (თუმცა ნამდვილად ნავები არ არის).მოქვის ტაძარი ნართექსისა და სამლოცველოების თავზე აქაც მეორე სართულია. ის მთელ ეკლესიას უვლის გარს სამი მხრიდან. გუმბათი აქაც ოთხ ცალკე მდგომ ბოძს ემყარება.
mok
აღმოსავლეთის მხრივ სამი ძლიერ შვერილი აფსიდია. ამ დამატებათა წყალობით, ეკლესიის შიდა სივრცე გაზრდილიც არის და რიტმულად გართულებულიც. მიღწეულია გარკვეულად საზეიმო შთაბეჭდილება, რასაც ძირითადი კორპუსისა და გუმბათის ყელის დიდი სიმაღლეც უწყობს ხელს. აქ განსაკუთრებით საგრძნობია პროპორციულ შეფარდებათა შეცვლა წინა ეპოქის ძეგლებთან შედარებით. ზემოთ რომ ძეგლის უნიკალურობა ვახსენე, ვგულისხმობდი სამხრეთისა და ჩრდილოეთის სამლოცველოთა მწკრივებს, რომლებიც არსებით კვალს ამჩნევს შენობის ინტერიერსაც და გარეგნობასაც. ასეთი რამ სხვაგან არსად გვხვდება. როგორც შუა საუკუნეების ყველა დიდი ქართული სატაძრო ანსამბლი, მოქვიც კულტურული ცენტრი იყო, სადაც ინტენსიური მოღვაწეობა გახლდათ გაჩაღებული.”

By beradze7blog